top of page
PROPAGANDA_cleanup.jpg

ხელისუფლების პერსპექტივიდან აღქმული "სხვა დასავლეთი"

ლუკა გვენცაძე

2022 წლის თებერვალში რუსეთის იმპერიალისტული პოლიტიკის გამოვლინებამ - უკრაინში შეჭრამ და ომის გაჩაღებამ, სრულად შეცვალა გეოპოლიტიკური რეალობა, პირველ რიგში, უკრაინისთვის, და შემდგომ რუსული ექსპანსიით მრავალგზის დაზარალებულ საქართველოსა და მოლდოვისთვის. შესაბამისად, ‘ასოცირებულ ტრიოდ’ წოდებულ სამივე ქვეყანას დამსახურებული ევროინტეგრაციის შანსი მაქსიმალურად გაეზარდათ. მაშინ როცა უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მედიის თავისუფლებაზე 9 ივნისს მიღებულ ევროპარლამენტის რეზოლუციით განისაზღვრა, რომ საქართველოს აუცილებელი რეფორმები სჭირდება, რათა კანდიდატის სტატუსი მიიღოს და შესაბამისად, ევროკომისიამ ამ გზის შესასრულებლად, საქართველოს 12  პუნქტიანი გეგმა წარუდგინა. ამის საპასუხოდ, საქართველოს ხელისუფლებამ ანტიდასავლური კამპანია გააძლიერა და ქვეყანა “რკინის ფარდის” უკან დარჩენის საფრთხის წინაშე დააყენა. როგორც სხვა რიგ შემთხვევებში, მმართველმა პარტიამ ანტიდასავლური პროპაგანდის მთავარ დასაყრდენად მასთან დაკავშირებული ექსპერტები გამოიყენა. 

პრო-სახელისუფლებო ექსპერტებისა და მმართველ პარტიასთან აფილირებული აქტორების ანტიდასავლური გზავნილები შეიძლება ტენდენციურად 3 მთავარ მიმართულებად დავყოთ:










პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ კამპანიის პირველი მიმართულების განხორციელებისას, ხელისუფლება და მასთან აფილირებული ექსპერტული ჯგუფები ამტკიცებდნენ, რომ რეზოლუცია ვიწრო პარტიულ ინტერესებზეა ორიენტირებული, “ნაციონალურ მოძრაობას” ლობიერებს, და რეზოლუციაში ნახსნები გამოწვევები, მათ შორის ზეწოლა მედიის წარმომადგენლებზე და მათზე სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა, არა ახლანდელი მთავრობის, არამედ “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერაა.  

მედიის თავისუფლებაზე მიღებული რეზოლუციის დისკრედიტაცია და ევროპარლამენტარების “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტებად წარმოჩინება.

Მტკიცება, რომ რეზოლუციის შინაარსმა ქართველი ხალხი შეურაცხყო

აშშ-სა და ევროკაშირის დემონიზება/დაკნინება

გვიდიანი.jpg

ანდრია გვიდიანი: ,,ნაცმოძრაობის ლობიზმის შედეგად მიღებული რეზოლუციის ტექსტი, არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. უკიდურესი უსამართლობაა, როცა ერთი პოლიტიკური ჯგუფის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზეა მორგებული მთელი დოკუმენტი, სადაც არც საქართველოს ინტერესებია გათვალისწინებული და არც ქართველი ხალხის.”

თამთა.jpeg

თამთა მეგრელიშვილი: “წარმოდგენილი რეზოლუცია ცალსახად ეფუძნება მცდარ ფაქტებს. მიღებულ რეზოლუციას დიდი ფულის სუნი აქვს, ლობიზმი ყოველგვარ საზღვარს გასცდა.”



დიპლომატმა გიგლა ბარამიძემ  გადაცემაში "იმედი LIVE", ევროპარლამენტარები დაადანაშაულა, რომ ისინი  "ნაცმოძრაობის" ხელისუფლების შემობრუნებაში არიან გამეწაფებულები".  

დისკრედიტაციის ამ მიმართულაბაში სახელისუფლებო აქტორებიდან ყველაზე რადიკალური შეფასებაში ირაკლი კობახიძე აღმოჩნდა : „რეზოლუციას, რომელიც ქართული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მტრების - სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლებისკენ მოგვიწოდებს და ბიძინა ივანიშვილს ქართული დემოკრატიის ლამის მთავარ პრობლემად აცხადებს და მის სანქციერებას ითხოვს, არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან და ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს“. 

ირაკლიკო_edited.jpg

კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო პირდაპირი თავდასხმა და დისკრედიტაციის კამპანია ცალკეულ ევროპარლამენტარებზე. მისი სამიზნე მარკეტა გრეგოროვა, ჩეხი ევროპარლამენტარიც გახდა. Facebook გვერდი Newsagency.ge ავრცელებდა დეზინფორმაციას, რომ თითქოს გრეგოროვა ითხოვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში დავით კეზერაშვილი, მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა პოლიტიკურ დევნილებად მოეხსენიებინათ. ეს ყალბი ინფორმაცია ასევე გაავრცელა ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა ექსპერტმა, დავით ქართველიშვილმაც.

მარკეტაა 11.png

აღსანიშნავია, რომ თავდასხმა ევროპარლამენტარებსა და მათ მიერ მომზადებულ რეზოლუციაზე, შეიძლება ჩაითვალოს ირიბ თავდასხმად თვითონ ევროკავშირზე, რადგან ევროპარლამენტი ერთადერთი ორგანოა ევროპის გაერთიანების, რომელშიც წევრი სახელმწიფოების მოსახლეობები ეროვნული არჩევნების დროს პირდაპირი წესით ირჩევენ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც შემდეგ აკომპლექტებენ ევროპარლამენტს და ისინი, შესაბამისად, თავიანთი მოსახლეობის მთავარი  წარმომადგენელები არიან ორგანიზაციაში.  გარდა ამისა, ევროპარლამენტი არის უმთავრესი საკანონმდებლო ორგანო ევროკავშირის, მას აქვს უფლებამოსილება დააინიციროს კანონები და ამასთანავე კორექტირება შეიტანოს ევროკავშირის კანონმდებლობაში. ამიტომაც, პრაქტიკულად ევროკავშირის კანონთა უმრავლესობა, არის ინიცირებული სწორედ ამ ორგანოს მიერ. შესაბამისად,  ევროპარლამენტარების ქართული ოპოზიციის ლობისტებად მოხსენიება, მიკერძოებულობის იარლიყის მიწებება და რეზოლუციის არავალიდურად გამოცხადება,  არასწორი პოლიტიკური სვლაა და მხოლოდ სახელისუფლებო პროპაგანდის ნაწილია.

რაც შეეხება კამპანიის მეორე მიმართულებას, ხელისუფლებასთან დაკავშირებული ექსპერტები, ევროპარლამენტარების მიერ შემუშავებულ რეზოლუციაზე აპელირებდნენ, რომ ევროკავშირმა ქართველების გრძნობები შეურაცხყო და შეუსაბამოა ქართველი ხალხის განწყობებისაგან :

ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კამპანიის ზემოთაღნიშნული მიმართულებით ყველაზე რადიკალურად თბილისის მერი, კახი კალაძე პოზიციონირებდა და ევროპარლამენტის რეზოლუციის შინაარსს "სამარცხვინო და ქართველი ხალხისათვის შეურაცხმყოფელი" უწოდა.

მოსახლეობის გრძნობებზე მანიპულირება და დეზინფორმაციით სპეკულირება, არამხოლოდ ამ კონკრეტულ ანტიდასავლურ პროპაგანდაში გამოიხატა, არამედ „გარეჯი საქართველოას“ კამპანიაშიც, როცა ხელისუფლება მიზანმიმართულად მანიპულირებდა ადამიანთა გრძნობებზე. მსგავსი რიტორიკა არა მხოლოდ „ქართული ოცნების“, არამედ სხვა ავტორიტარიზმისაკენ მიდრეკილი რეჟიმების მიერ კარგად ნაცადი მეთოდია და ხელისუფლების შენარჩუნებას ისახავს მიზნად .

რაც შეეხება ანტიდასავლური ნარატივების მესამე მიმართულებას,  მთავარი ფოკუსი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის დისკრედიტაცია და მათი როლის დაკნინება იყო

 Მამუკა მდინარაძე: ჩვენი ევროპელი კოლეგები, 10-ზე მეტი, სამწუხაროდ, გამოდიან და აბსოლუტურად შებრუნებულ და კატასტროფულ სიტუაციას ხატავენ და ამგვარად უტევენ საქართველოს ხელისუფლებას, იმ რეალობას, რომელიც საქართველოშია და ამ რეალობის საწინააღმდეგო „ფეიკს“ ავრცელებენ ასეთი მაღალი ტრიბუნიდან, ეს შეტევაა საქართველოზე“

mdinaradze-mamuka.jpg

პეტრე მამრაძის კომენტარი: გადაცემა "პოლიტიკური პოსტი" PosTV

მაგალითად, ბატონი შათირიშვილის  განცხადებების შინაარსს თუ ჩავუღრმავდებით, ადვილად ამოვიცნობთ მრავალგზის გამოყენებულ და აპრობირებულ პროპაგანდისტულ მეთოდს - დემონიზებისა და ეჭვის დათესვის ტექნიკებს - ამერიკის არაჰუმანურად წარმოჩინებას, ბრალდებებითა და არასწორი განზოგადოების გზით.  გზავნილი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ამერიკა აგრესორია და ანტაგონისტურ როლში ევლინება საქართველოს. ეს ყველაფერი ემსახურება ეჭვის დათესვას მოსახლეობაში რომ ამერიკა, არა საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია, არამედ მტერი. ეს დებულება, რომ პროგანდისტული გზავნილია და რუსული ნარატივი, საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის, კომენტარი საუკეთესოდ წარმოაჩენს.

„რადგან საუბარია თავდაცვის საკითხზე, კიდევ ერთხელ მინდა შევეხო მზაკვრულ ნარატივს, რომელიც ისევ გრძელდება, რომ  თითქოს ვინმეს სურს საქართველოს ჩაბმა რუსეთის წინააღმდეგ ომში. ეს არის FSB-ს სახელმძღვანელოდან ამოღებული დეზინფორმაცია. მინდა გარკვევით ვთქვა, აშშ-ს არ სურს საქართველოს ჩართვა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში.  აშშ-ს არ სურს ამ ომის არცერთი მიმართულებით გაფართოება.“ განაცხადა დეგნანმა 30 ივნისს.

 დემონიზების ტექნიკის გარდა, სახელისუფლებო აქტორებისთვის დამახასიათებელია მცდარი დილემის ტექნიკის გამოყენება. ამ მეთოდს ხშირად შავ-თეთრი აზროვნების ტექნიკასაც უწოდებენ, რომლის მთავარი დანიშნულება, მხოლოდ ორი ალტერნატივის დასახვა და ერთ-ერთისათვის უპირატესობის მინიჭებაა. მსგავსი ტექნიკა ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარებულ "გორბის" კვლევაშიც იყო ინტეგრირებული. სოციოლოგიური კომპანიის მიერ ფორმულირებულ შეკითხვებში შეიძლება ითქვას, რომ დარღვეულია მნიშვნელოვანი სტანდარტები. მაგალითისთვის, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური კითხვაა: „ თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია?“, გორბის მკვლევარების მტკიცებით, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი 83,6 % საქართველოს ომში არ ჩაბმის მომხრეა. აღნიშნული კითხვა ისე არის ფორმულირებული, რომ რესპოდენტს შესაბამისი პასუხისკენ უბიძგებს. მეორე პრობლემა კი ის არის, რომ კითხვები მანიპულაციურად არის დასმული, ისინი ჰიპოთეტიკურ, არარეალურ ვითარებას ეხება და ცდილობს ხალხს მცდარი დილემის წინაშე დააყენოს და პოლარიზებული მოსახლეობა კიდევ უფრო გახლიჩოს და დააპირისპიროს.

ზემოთნახსენები ყველა ფაქტი ცალსახად მიუთითებს იმ საშიშროებაზე, რომელსაც საქართველოს დასავლური ვექტორის ცვლილება ჰქვია. მაშინ როდესაც ხელისუფლება და მასთან აფილირებული ჯგუფები დასავლეთის მაქსიმალურ დისკრედიტაციას განაგრძობენ და მრავალ დეზინფორმაციას ავრცელებენ, ქართული პროდასავლური საზოგადოების გაერთიანებული პასუხი უნდა იყოს მკაფიო - დაპირისპირება ამ ანტიდასავლურ ნარატივებთან.

bottom of page